“ბორჯღალოსნებმა” ევროპის ჩემპიონობა რუსეთში აღნიშნეს 

17 მარტი 2019, 00:00 1588 ნახვა

22:6 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის გუნდი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტური კრასნოდარში გაიმართა.  „ბორჯღალოსნები“ მოედანზე საქართველოს რუკიანი მაისურით გამოვიდნენ. პირველი ტაიმი საკმაოდ თანაბარი გამოდგა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ ბოლოს შეძლეს, როდესაც რამდენიმეფაზიანი შეტევა საჯარიმო ლელოთი დასრულდა.

მანამდე გუნდებმა თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს და შედეგად ტაიმი 3-10 დამთავრდა ქართველთა სასარგებლოდ. მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა დებიუტშივე შეძლეს მეორე ლელოს დადება. ეს გიორგი  ცუცქირიძემ მოახერხა და ანგარიში 3-15 გახდა. 57-ე წუთზე წუთზე რუსეთის ნაკრების წევრებმა ანგარიში მცირედით  შეამცირეს, როდესაც კუშნიაროვმა კვლავ ზუსტად დაარტყა საჯარიმო, თუმცა 56-ე წუთზე მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო შეასრულა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.

ამავე კატეგორიაში