"საქართველო XV" ''რუსეთის A'' ნაკრებთან 3-12 დამარცხდა

16 მარტი 2019, 00:00 1225 ნახვა

"საქართველო XV" რუსეთის A ნაკრებთან დამარცხდა. კრასნოდარში გამართულ მატჩში, პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა, მეორე ტაიმი კი რუსებმა თავის სასარგებლოდ წაიყვანეს და მატჩი 12-3 დაასრულეს. ხვალ საქართველოს ძირითადი ნაკრები ''ბორჯღალოსნები'' შეხვდებიან რუსს მორაგბეებს.

ქართველი ბორჯღალოსნები რუს ''დათვებს'' რუსეთში ყუბანის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. 1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, ერთხელ კი ფრედ ითამაშეს 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩა.

ამავე კატეგორიაში