დეპუტატებმა მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე ამერიკის საელჩოში შეხვედრა მართავენ

15 მარტი 2019, 00:00 986 ნახვა

ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მომზადებული კანონპროექტი გააცნეს. როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადა, მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

მისივე თქმით, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს ეხება.

ამავე კატეგორიაში