რეაბილიტირებული გზა მეორე დღეს დაზიანდა - მერიის განცხადება

14 მარტი 2019, 00:00 1129 ნახვა

მოგვიანებით მერიამ ამ გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც კონკრეტულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება განხორციელდება.

„ მერიაში ასევე აცხადებენ, რომ სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და იმის გათვალისწინებით, რომ 1.05 მეტრის სიღრმეზე  ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალი გადის, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი მიზანშეწონილია გზის მხოლოდ ზედა ფენის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

განცხადების თანახმად „კონკრეტულ მონაკვეთებზე პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ ხორციელდება ჩატარებული სამუშაოების ტესტირება, რაც სატრანსპორტო მოძრაობის სატესტო რეჟიმში განახლებას გულისხმობს''.

ამავე კატეგორიაში