ტოჩინოშინმა ბრაზილიელი გოლიათი დაამარცხა

14 მარტი 2019, 00:00 1432 ნახვა

ჰარუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, ბრაზილიელ გოლიათს, მაეგაშირა კაისეის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ლევან გორგაძეს  ტურნირზე ბალანსი 3:2-ზე გაუხდა.

ტოშინოჩინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:3-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუმ, ჯურიო ლიგაში მესამე მარცხი იწვნია. თეიმურაზ ჟუღელი იაპონელ კიოკუტაისეისთან დამარცხდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში