სპორტული მოედნის  კეთილმოწყობა

10 მარტი 2019, 00:00 958 ნახვა

ხულოში სპორტული მოედანი კეთილმოეწყობა. პროექტის მიხედვით შეიცვლება წყალგაყვანილობა, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, ძველ სკამებს კი ახლით ჩაანაცვლებენ.

მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4006ლარია. მუნიციპალიტეტში წელს  კიდევ რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში