ახალშენის კულტურის სახლი გაქურდეს

09 მარტი 2019, 00:00 5563 ნახვა

ახალშენში კულტურის სახლი გაქურდეს. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. მოსახლეობის ინფორმაციით მძარცველებმა სავარაუდოდ იქ არსებული ექსპონანტების  დაზიანება სცადეს, უცნობია გაქურდული ნივთების ოდენობა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა კულტურის სახლი დაკეტილი დაგვხვდა, დირექტორს კი ტელეფონი გამორთული აქვს, რის გამოც მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ადგილობრივები უყვებიან, რომ  რამდენიმე თვის წინ სოფლის ცენტრში დამონტაჟებული ბანკომატიც გაქურდეს.მომხდარზე დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს, დამნაშავეს   3 დან  5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში