სასათბურე მეურნეობები ქედაში 

08 მარტი 2019, 00:00 1441 ნახვა

ქედაში მცხოვრები მოქალაქეები, სასათბურე მეურნეობების განვითარებისთვის ხელშეწყობას ითხოვენ. სოფელ ვაიოში, ფერმერები ამბობენ, რომ გათბობის სისტემის არარსებობის გამო ისეთი ბოსტნეული კულტურები ვერ მოჰყავთ, როგორიცაა მაგალითად კიტრი და პომიდორი. ანუ ფერმერები მხოლოდ ზაფხულში ახერხებენ შემოსავლის მიღებას, ზამთარში კი ეს სათბურების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია.

სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ ეტაპზე სასათბურე კონსტრუქციების მოწყობას ეხება, სათბურების მოწყობაში დაეხმარა ადგილობრივებს EMPARD -ის ჯგუფიც, თუმცა ფაქტია რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყველა სეზონზე მოსაყვანად და დარგის განვითარებისთვის ეს საკმარისი არაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში