ხანძრის შედეგად სახლი და დამხმარე ნაგებობა მთლიანად დაიწვა 

07 მარტი 2019, 00:00 2407 ნახვა

ხულოში, სოფელ ფაჩხაში გაჩენილმა ხანძარმა სურმანიძეების ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. მეხანძრე მაშველები ცეცხლს დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ. 

სახლში დედა-შვილი ცხოვრობდა. შემთხვევის დროს ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ. დამწვარია ერთსართულიანი სახლი და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობა. 

ოჯახის წევრებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან საოჯახო და პირადი ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს.

ხულოს მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ. საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ კი, მოქალაქეებს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში