რამდენიმე გულშემატკივარს პოლიციამ ტრიბუნა დაატოვებინა - ბათუმელები ქუთაისელებთან დამარცხდნენ

05 მარტი 2019, 00:00 4579 ნახვა

დინამო ბათუმმა დღეს ქუთაისის ტორპედოს ანგისის ბაზაზე უმასპინძლა, პირველი ნახევარი ქუთაისელების სასარგებლოდ 0-2 დასრულდა.

ტაიმის მიწურულს, სავარაუდოდ სიტყვიერი დაპირისპირების გამო, “ტორპედოს“ გულშემატკივარების მცირე ნაწილმა ტრიბუნებიდან ისროლეს ნივთები,  ასევე  დაამტვრიეს სკამები. .

ფოტო: ბექა რომანაძე 

ინციდენტში მონაწილე გულშემატკივრები ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ისინი მოედანზე აღარ დაუშვეს. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია, უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შეხვედრა ქუთაისელების გამარჯვებით 0-2 დამთავრდა, მატჩს 3000 გულშემატკივარი დაესწრო.  გოლები პირველ ტაიმში ალექსანდრ აზაცკიმ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში "დინამო ბათუმი" ჯერჯერობით არც ერთი ქულა არ მოუპოვებია, ტორპედომ კი ორიდან ორივე მატჩი მოიგო და დაუმარცხებელი სერიაც 36 მატჩამდე გაზარდა. 

მომდევნო მატჩს ბათუმური გუნდი 10 მარტს, სტუმრად თბილისის დინამოსთან გამართავს.

ამავე კატეგორიაში