2017 წლის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახსნილი სკოლა დაზიანებულია

05 მარტი 2019, 00:00 1634 ნახვა

სკოლა, რომელიც განათლების სამინისტრომ ჩაიბარა და 2017 წელს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახსნა, დაზიანებულია - საუბარია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში არსებულ სკოლაზე. ცნობისთვის, ამ ობიექტის მშენებლობისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მისი სასწრაფოდ გახსნა კი ოპოზიციამ არჩევნებს დაუკავშირა და მაშინაც ამბობდა, რომ მშენებლობა დასრულებული არ იყო. განათლების მინისტრის თქმით ხარვეზებს საგარანტიო პირობების შესაბამისად კერძო კომპანია გამოასწორებს, სხვა საკითხების მოსაგვარებლად კი ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში