ავარიული სპორტული მოედანი ჩაქვში

04 მარტი 2019, 00:00 1317 ნახვა

დაზიანებული მოედანი, სადაც თამაში შეუძლებელია, ჩაქვში მდებარე მოედანი წვიმის დროს  აუზს ემსგავსება, მონგრეულია სპორტული სტადიონისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ახალგაზრდებისთვის  არამარტო ფეხბურთის თამაშია შეუძლებელი  არამედ  მოედნის გვერდით მდებარე სავარჯიშო ატრაქციონებსაც ვერ იყენებენ, რადგან ის წლების წინ მოიშალა და და დაიჟანგა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პრობლემას, წინა ხელისუფლების დროს სტადიონის არასწორად აშენებას უკავშირებს, მაგრამ რატომ არ გაკეთდა სტადიონი მოქმედი ხელისუფლების პერიოდში ამაზე პასუხი არ აქვთ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში