ნაპირსამაგრი სამუშაოები ქობულეთის სანაპიროზე

03 მარტი 2019, 00:00 1382 ნახვა

ტურისტულ  სეზონამდე უნდა დასრულდეს ქობულეთში, ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობა.  ამ ეტაპზე 1200 მეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების  ფონდის პროექტის მიხედვით  მოეწყობა ჯებირები და სანაპიროს გასწვრივ ბილიკი. 

სამუშაოები გასულ წელს უნდა დასრულებულიყო ,თუმცა  მშენებელი  კომპანიის მხრიდან  ხელშეკრულების პირობების დარღვევის  გამო პროცესი შეჩერდა და 1900 მეტრის ნაცვლად ჯებირები  მხოლოდ 640 მეტრიან მონაკვეთში მოეწყო. პროექტის ღირებულება 6 მილიონი ლარია.

ამავე კატეგორიაში