ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

01 მარტი 2019, 00:00 2883 ნახვა

განახლება: 17:30  ფინანასური პოლიცია არ დადასტურებს ხელვაჩაურის მერიაში შესვლას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ისინი შევიდნენ მუნიციპალიტეტში, თუმცა არ აკონკრეტებენ რა საკითხთან დაკავშირებით.    

ხელვაჩაურში მერიაში სავარაუდოდ ფინანსური პოლიცია შევიდა. ინფორმაციას ადასტურებს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობის მეორე ეტაპის დოკუმენტაციით იყვნენ დაინტერსებულები და მასალები წაიღეს.  ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობაზე ტენდერი 2018 წელს გამოცხადა. 459 467 ათასი ლარის სამუშაოები კომპანია "ფელიქსმა" შეასრულა.

"ასე მითხრეს ფინანსურიდან ვართო, არ უთქვამთ რომ სუსია. რა აინტერესებთ კონკრეტულად ამ მასალებთან დაკავშირებით არ მიკითხავს, რომც მეკითხა არ მეტყოდნენ, ამის უფლება აქვთ", - ამბობს ხელვაჩაურის მერი.

კითხვაზე რატომ შეიძლება დაინტერესებულიყო ფინანსური ახალშენის კულტურის სახლში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებით, მერს ზუსტი პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ  სამშენებლო კომპანიას შესრულებულ სამუშაოებს არ უწუნებს.

ამ წუთებში ხელვაჩაურის მერიაში სამსახურის უფროსებთან თათბირი მიმდინარეობს.

ახალშენის კულტურის სახლი 2017 წლის აუდიტის დასკვნაში მოხვდა. ჯუმბერ ვარდმანიძე ირწმუნება, რომ ფინანასურის დაინტერესება აუდიტის ამ დასკვნას არ უკავშირდება. 

ინფორმაცია ხელვაჩაურში სუს-ის შესვლის შესახებ TV-25 გაავრცელა. 

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში