უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს

28 თებერვალი 2019, 00:00 1687 ნახვა

ლეონიძის ქუჩაზე მდებარე უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა არა მაისში, არამედ ივლისის ბოლოს დასრულდება. ვადების გახანგრძლივების მიზეზად პროექტის ხელმძღვანელი გაუთვალისწინებელ სამუშაოებს ასახელებს.  

ამჟამად შიდა მოპირკეთებითი სამუშაოები ხორციელდება და გარე პერიმეტრს აწესრიგებენ. ასევე მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების გაყვანა.  4 სართულიანი უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 62 მილიონი ლარი დაიხარჯება.სამუშაოებს შპს სტადიონის დაკვეთით სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში