ქობულეთში ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება

28 თებერვალი 2019, 00:00 1590 ნახვა

ქობულეთსა და ქედაში 31 ოჯახს უსასყიდლოდ დაუკანონდებათ საცხოვრებლები, ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება ქობულეთში და საზოგადოებრივი ცენტრიც აშენდება, სადაც ადგილობრივები 200-მდე სერვისით ისარგებლებენ, ასევე მოწესრიგდება ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი - თორნიკე რიჟვაძემ სიახლეებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, მორიგი შეხვედრა მთავრობის წევრებს შორის ქობულეთში გაიმართა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აღარ იარსებებს, მას ახალგაზრდული დეპარტამენტი გამოეყოფა. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ რიგ კომპანიებს დავალიანება ჩამოეწერებათ და ვადებიც გაუხანგრძლივდებათ, იმისთვის, რომ შეჩერებული პროექტების განხორციელება დასრულდეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი