"ახალი სკოლის მოდელის" ტრენინგი პედაგოგებისთვის

27 თებერვალი 2019, 00:00 1814 ნახვა

„ახალი სკოლის მოდელის“ საპილოტე პროექტში მონაწილე 50 სკოლის პედაგოგთა მხარდამჭერი ექსპერტების მომზადება დაიწყო. ექსპერტები I-IV კლასების პედაგოგებთან იმუშავებენ და დაეხმარებიან სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

მხარდამჭერი ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები. 

ამავე კატეგორიაში