ბათუმი - ჩაქვის გვირაბთან ერთდროულად ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

27 თებერვალი 2019, 00:00 4382 ნახვა

​გუშინ, 27 თებერვალს, საღამოს, ბათუმი ჩაქვის გვირაბთან, ერთდროულად ორი ავტოსაგზაო შემთხვევა , ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა.

ერთ შემთხვევაში ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. რამდენიმე მეტრში კი, ავარიული სიტუაციის შედეგად 3 ავტომობილი დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები. მეორე საგზაო შემთხვევის შედეგად, ერთმა ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები.

''ნისანის'' მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევა ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მოხდა

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში