თავდაცვის მინისტრი დაშავებული სამხედროების საგულშემატკივროდ მივიდა

07 აგვისტო 2016, 00:00 2674 ნახვა

გლდანში „თეთრ ტბაზე“ კანოისა და კაიაკის ფედერაციის ორგანიზებით 500 და 200 მეტრიან დისტანციებზე რეგიონალური შეჯიბრება გაიმართა კანოისა და კაიაკში. სპორტულ შეჯიბრებაში, ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ჯარისკაცებმა, უმცროსმა სერჟანტმა ჯონი თოფურიამ და კაპრალმა თენგიზ დიასამიძემ. მათ საგულშემატკივროდ გლდანის ტბაზე თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მივიდა. სერჟანტი თოფურია და კაპრალი დიასამიძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არიან დაშავებულნი და დღემდე სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან.

ამავე კატეგორიაში