შუამთობა აღინიშნა ქედაშიც

06 აგვისტო 2016, 00:00 3357 ნახვა

"შუამთობა" აღნიშნეს ქედაშიც. სახალხო  დღესასწაულთან დაკავშირებით გამგეობის თანამშრომლები ახალგზარდა მოხალისეებთან ერთად დღეს მთის მოიალაღეებს ეწვივნენ, მოეწყო პოეზის საღამო და სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები, ასევე მოზარდებმა დალაშქრეს მთები და გადაიღეს მცირემეტრაჟიანი ფილმი.   გაიმართა კულტურული ღონისძიებები, რომელშიც  ჩართული იყო ქედის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები. შუამთობის დღესასწაულისთვის მთა თივნარისა და ღარათის მოიალაღეებს ელექტროგენერატორები გადაეცათ. ტრადიციულ დღესთან დაკავშირებით უბნის ექიმებმა მემთეურებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. იალაღებზე   "შუამთობა" საუკუნეებია აღინიშნება, რომელიც  სამ დღეს გრძელდება. ქედის მუნიციპალიტეტში 14 საზაფხულო იალაღია, მათგან ხუთი არ მოქმედებს.

ამავე კატეგორიაში