პროექტების გამარჯვებულები 

23 თებერვალი 2019, 00:00 1310 ნახვა

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა თავისუფალი და სამეცნიერო პროექტების გამარჯვებულები გამოავლინეს . კონკურსი სამეცნიერო , საგანმანათლებლო ,კულტურულ - შემოქმედებითი და სპორტული მიმართულებით გამოცხადდა.

15 პროექტიდან კომისიამ 5 გამარჯვებული გამოავლინა. სტუდენტურ პროექტებს უნივერსიტეტი ჯამში 25 ათას ლარით დააფინანსებს. კონკურსს ბათუმის უნივერსიტეტი მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს.

ამავე კატეგორიაში