თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

22 თებერვალი 2019, 00:00 2492 ნახვა

თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. მათ ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას CNN-ის თურქული ბიურო ავრცელებს.

დაკავებულები „სპარტაკ ცხინვალის“ მოთამაშეები არიან, რომლებიც ანტალიის დაბა ბელექში ზამთრის შეკრებაზე ჩავიდნენ.

გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ კი, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და კიდევ 9 ნივთი აკლდათ. გამოიძახეს პოლიცია, ხუთივე ფეხბურთელი სამართალამცველებმა სასტუმროში აიყვანეს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია ფაქტი დაგმო. ცხინვალის სპარტაკი ლიგა 2-ში თამაშობს

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში