რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლემ ატესტატის ასაღებად?

19 თებერვალი 2019, 00:00 4827 ნახვა

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლემ ატესტატის ასაღებად? - გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა. როგორც გავარკვიეთ, განათლების სამინისტროში უკვე იციან პრინციპი, რის მიხედვითაც ატესტატები გაიცემა, თუმცა სკოლების ნაწილში ამბობენ, რომ ამის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ.

პედაგოგების შეფასებაზე იქნება დამოკიდებული სკოლის ატესტატის გაცემა - ამის შესახებ სასწავლებლები უწყებისგან დეტალურ მითითებებს ამ დრომდე ელოდებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა. რაც შეხება წინა წლებში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს, ისიც აიღებს  ატესტატს, ვისაც ყველა საგანში  დადებითი შეფასება ჰქონდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში