გიდების გადამზადების პროგრამა

06 აგვისტო 2016, 00:00 2729 ნახვა

გიდების გადამზადება გრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტი ღვინის მარშრუტის მიმართულებით 14 გიდს გადაამზადებს. პროექტის ფარგლებში მათთვის ინფოტური მოეწყო, გიდებმა მოინახულეს ქედის ღვინის სახლი და სხვადასხვა მარანი. ტრენინგებს ღვინის ისტორიაზე, იშვიათ და ცნობილ ყურძნის ჯიშებთან დაკავშირებით გამოცდილი მეღვინეები და ისტორიკოსები უტარებენ. ტრენინგის დასრულების შემდეგ გიდები ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს გადაეცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია. ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე გადაამზადა გიდები მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მიმართულებით. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში