გიდების პროტესტი - შეწყდეს უკანონო ტურიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

19 თებერვალი 2019, 00:00 775 ნახვა

21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს ქართველი გიდები მასშტაბური საპროტესტო აქცია/ტურით ხვდებიან. ბათუმში გიდები ევროპის (ერას) მოედანზე 12 საათზე შეიკრიბებიან და მსურველებს ბათუმში უფასო ტურისტულ ტურს შესთავაზებენ, მანამდე კი საპროტესტო მოთხოვნებს გააჟღერებენ, რომელიც სამ პუნქტად არის ჩამოყალიბებული: 

1. ყველამ, უცხოურმა კომპანიებმა, ტურ-ოპერატორებმა, პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პატივი ეცეს ქვეყნის რუკას, დროშას, ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს!

2. შეწყდეს უკანონო ტურისტული საქმიანობა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.

3.დაცული იქნას სახელმწიფო თუ საერთაშორისო სამართლის ნორმები და კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
 

აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც 12:00 საათზე დაიწყება. გიდები შერჩეულ ლოკაციაზე შეიკრიბებიან და სხვადასხვა მიმართულებით (ტურისტებს, მეგობრებს, მეზობლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს) მათი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს გააცნობენ. 15:00 საათზე ყველა ტური  დასრულდება და გიდები ერთ სივრცეში გაერთიანდებიან. ბათუმში აქციის დასრულების ადგილი ბათუმის ბულვარში, საოცრებათა მოედანზე, შუქურასთან გადაწყდა. 

ორგანიზატორები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს საქართველოს დროშის ფერებში გამოეწყონ, ან დროშის დეტალები დაიტანონ ტანსაცმელზე (ქუდი, შარფი, მაისური, თუ სხვა ხილული წითელ თეთრ ფერში არსებული აქსესუარი).

აქციის მიზანია, რომ "გიდების გაერთიანებულმა ჯგუფმა, გამოაფხიზლოს მთავრობა, დაიცვას ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, კანონმდებლობა, სხვა ქვეყნებსაც აიძულოს პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, შეწყვიტონ სეპარატისტული რეგიონების ტურისტულ ზონებად გამოყენება და დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლის ნორმებს".

 

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი