ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

16 თებერვალი 2019, 00:00 1084 ნახვა

154 დევნილ ოჯახს ბათუმში ბინა გადაეცა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საცხოვრებელი ფართი ლეონიძის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსში მიიღეს. ორი  მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტრომ 9 მილიონი ლარი დახარჯა, აჭარის მთავრობამ კი პროექტისთვის მიწის ნაკვეთთან ერთად მილიონ 550 ათასი ლარი გამოყო და ეკომიგრანტებისთვის ბინები შეიძინა. 

საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208  ოჯახი მიიღებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მათმა ნაწილმა ბინის რეგისტრაციის პროცედურების უკვე გაიარა.

ფოტო: აჭარის მთავრობა

ამავე კატეგორიაში