მესამე სექტორის პროტესტი

16 აპრილი 2016, 00:00 1640 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ინასარიძის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების გამო ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება რამდენიმე დღეა გართულებულია, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნება. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ადგილზე დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, რამაც შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. სამუშაოებს ინასარიძის ქუჩაზე “ენერგო პრო ჯორჯია” აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლებმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განმარტეს, რომ სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი