პოლიცია იძიებს მოხდა თუ არა 8 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობა

14 თებერვალი 2019, 00:00 4154 ნახვა

აჭარაში პოლიცია არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს.  როგორც ცნობილია, სავარაუდო დანაშაული 2019 წლის 2 თებერვალს მოხდა.  უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებას ედავებიან, თუმცა ბრალდებულად ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

სამართალდამცავებმა გამოძიება შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის 141-ე მუხლითაა აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად tv 25-მა გაავრცელა. მომხდარის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შსს-ში დაუდასტურეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში