თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მატარებელ შენობას, რომელიც ნგრევის პირასაა კერძო პირები აღადგენენ

14 თებერვალი 2019, 00:00 1703 ნახვა

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მატარებელ შენობას, რომელიც ნგრევის პირასაა კერძო პირები აღადგენენ. საუბარია 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ბათუმის პირველ სინაგოგაზე. კულტურული ძეგლის აღდგენის ინიციატორები დიდი ხანია ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შენობის რეაბილიტაციისთვის თანხას გამოყოფენ.

ძველი სინაგოგის აღდგენით  „ისრაელის სახლი“ და მისი დამფუძნებელი იციკ მოშე დაინტერესდა, რომელიც ამბობს, რომ ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და სამშენებლო კომპანია „გუმბათმაც“ უნდა გაინაწილონ. ცნობისთვის,  2015 წელს შენობამ ერთდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო და ნახევრად დაინგრა კიდეც, მიმდებარედ კორპუსის მშენებლობის გამო.  

საინიციატივო ჯგუფი ახლა გეგმავს სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ისინი აპირებენ სივრცეს შეუნარჩუნონ ისტორიული და კულტურული ღირებულებები. სამომავლოდ კი ისტორიული ძეგლის კულტურის მუზეუმად გადაქცევა სურთ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში