უკრაინაში ID ბარათით მგზავრობა 15 დღეში გახდება შესაძლებელი

13 თებერვალი 2019, 00:00 3620 ნახვა

ფოტო: GHN

უკრაინა საქართველოს შორის მიმოსვლა მარტივდება. საქართველოს მოქალაქეებს, მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ID ბარათით, პასპორტის გარეშე შეეძლებათ. შეთანხმება ძალაში 2019 წელის 1 მარტს შედის. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა: "რამდენიმე თვე მიმდინარეობდა მუშაობა  ჩვენ მეგობრებთან და უკრაინელ კოლეგებთან, ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მამუკა ბახტაძე იმედს გამოთქვამს, რომ გამარტივებული მიმოსვლა უკრაინასთან, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მოქალაქეების აქტიურ მიმოსვლას. ასევე, ტურიზმისა და ბიზნეს კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას. 

საქართველოს  უკვე წლებია თურქეთთან ანალოგიური ხელშეკრულება აქვს და  მოქალაქეები მეზობელი ქვეყნის საზღვარს ID ბარათით კვეთენ. 

ამავე კატეგორიაში