ტენდერი სოციალური სახლის მშენებლობისთვის

10 თებერვალი 2019, 00:00 1811 ნახვა

სოფელ პირველი მაისის სოციალური სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოები თვის ბოლოს დაიწყება. ხუთსართულიან კორპუსში, ბინებს სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტები მიიღებენ. 

ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა სამინისტროს ბაზაშია რეგისტრირებული. გეოლოგიური დასკვნით, მათ განსახლება ესაჭიროებათ. საცხოვრებელი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მისი ღირებულება მილიონ 500 ათას ლარზე მეტია.

ამავე კატეგორიაში