კომპენსაცია ან უსაფრთხო ადგილას გაყვანა - ოპიზრების ქუჩის მცხოვრებთა აქცია

09 თებერვალი 2019, 00:00 1480 ნახვა

ოპიზრების დასახლებაში მცხოვრებლები, ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა ირწმუნება, რომ პროექტის განხორციელება 60-მდე ოჯახს საფრთხეს უქმნის, მათი მტკიცებით მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ საცხოვრებლები დაბზარა, დააზიანა ინფრატსრუქტურა და რამდენიმე ოჯახი გზის გარეშე დატოვა.  ადგილობრივები ირწმუნებიან, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაოების დაწყებამდე მათ უსაფრთხო ადგილას ცხოვრებას დაჰპირდნენ თუმცა დაპირება არ შეუსრულეს, პროტესტის ნიშნად დღეს ოპიზრების დასახლებაში მცხოვრებლებმა უფლებადამცველთან ერთად ავტობანის მშენებლობა რამდენიმე წუთით შეაჩერეს. 

აქციის მონაწილეებმა  მთავრობის წევრებს პრობლემების შესასწავლად 1 კვირიანი ვადა მისცეს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში  ცენტრალური გზის გადაკეტვას და მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.  მოსახლეობის ბრალდებებს არ იზიარებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, უწყებაში განმარტავენ, რომ ოპიზრების დასახლებაში აქტიური მშენებლობა არ მიმდინარეობს, ტერიტორიაზე სიტუაციას, სპეციალისტები აკონტროლებენ და ამ ეტაპზე ბზარები არ დაფიქსირებულა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში