შუახევის სოფელ ხაბელაშვილებში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

09 თებერვალი 2019, 00:00 1467 ნახვა

შუახევის სოფელ ხაბელაშვილებში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ადაპტირებული  სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა,  წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

პროექტისთვის  134 ათას ლარია გამოყოფილი. წელსვე  ექსპლოატაციაში შევა  სოფელ ბუთურაულის ბაგა-ბაღი. მუნიციპალიტეტში 11  საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ამავე კატეგორიაში