სოფელ ზვარეში პარკი მოეწყობა

09 თებერვალი 2019, 00:00 2071 ნახვა

სოფელ ზვარეს მცხოვრებლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ადგილობრივები პარკის მოწყობას ითხოვდნენ. პეტიცია მოსახლეობამ  ქედის მერიას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით წარუდგინა. საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. მცირე პარკის მოწყობას მუნიციპალიტეტი ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ გეგმავს.

პარკის მოწყობასთან ერთად მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული მინი სპორტული მოედნისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის რეაბილიტაციისთვისაც. ჯამში, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 ათასი ლარია.

ამავე კატეგორიაში