ქობულეთის სანაპიროზე გამოსახლება გადაიდო, რადგან სახლი ძველი მეპატრონე შეუძლოდ გახდა  

08 თებერვალი 2019, 00:00 10858 ნახვა

ქობულეთში დაგეგმილი გამოსახლება გადაიდო, სახლის ძველი მეპატრონე შეუძლოდ გახდა, რის გამოც პროცესი შეჩერდა. მამაკაცს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ​

დღეს, თამარ მეფის 90 ნომერში, აღსრულების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სახლის ახალი მეპატრონეც მივიდა. გიორგი სლანოვი ​შენობის დაცლას და კუთვნილი ქონების ჩაბარებას ითხოვდა. 

მოსახლეობა კი მოლაპარაკებას სთავაზობს. ოჯახი გიორგი სლანოვს 200 ათას ლარს გადაუხდის, სანაცვლოდ კი შენობის დაბრუნებას ითხოვს. მეზობლების ინფორმაციით, სახლი 138 ათას ლარად გაიყიდა. 

მეპატრონეს მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ  ნაყიდი ქონების ჩასაბარებლად, სახელმწიფოს რეაგირებას ელოდება. 

ოჯახის წევრების თქმით, სახლის რეალური მყიდველი მეუფე იაკობია, რასაც ადვოკატი და გიორგი სლანოვი არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ მეუფეს არ იცნობენ.

''ოჯახი იტყუება, ეს ცილისწამებაა, მეუფეს არ ვიცნობ და არანაირ კავშირში არ მაქვს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს დღესვე გადავცემ გასაღებს უსასყიდლოდ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გიორგი სლანოვმა

ადგილზე ქობულეთის მერიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები იმყოფებოდნენ. 

სამ სართულიანი სახლი, ქობულეთში სანაპიროსთან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში