ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები რკინის კონსტრუქციებს აგებენ

07 თებერვალი 2019, 00:00 1792 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან  სამუშაოები განაახლეს.  ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის სავარაუდოდ რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ.

ადგილზე ტერიტორიის დასუფთავება, ასევე ბეტონით მოპირკეთება მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით გააქტიურდა  ცხელი ხაზი და  ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება ხვალ  ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ამავე კატეგორიაში