სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომში

05 აგვისტო 2016, 00:00 3187 ნახვა

ბორჯომში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მთავრობა, პირველ ეტაპზე  საცხოვრელი სახლების დაზიანებული სახურავების შეკეთებას გეგმავს. რაც შეეხება ბორჯომის ეროვნულ პარკს, უკვე გაიხსნა ის ნაწილი, სადაც წყლის რეზერვურია, თუმცა პარკის სიღრმეში შესვლა ტურისტებისთვის კვლავ აკრძალულია. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პარკის სრულად გაწმენდა ხვალისთვის მოხდება. აღდგენილია მოძრაობა გზებზე. ადგილზე რჩებიან კრიზების მართვის საბჭოს წევრები.

ამავე კატეგორიაში