ცეცხლმოკიდებული სახლიდან მაშველებმა მოქალაქეები გამოიყვანეს

05 თებერვალი 2019, 00:00 2645 ნახვა

ბათუმში ბერიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროს, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე მოქალაქე იმყოფებოდა, ისინი შენობიდან მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. მედიკოსებმა ოჯახის წევრებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ჯერჯერობით კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ. 

მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. ცეცხლი მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთში გაჩნდა. ბრიგადები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, რომ ცეცხლი სხვა შენობებზეც არ გადავიდეს. 

მეხანძრეები ამ წუთებში სახლის სახურავზე თუნუქის ფირფიტებს ხსნიან. 

ფოტო: გიგა გელხვიძე, გიული ბერიძე, თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში