დღეს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ

05 თებერვალი 2019, 00:00 1225 ნახვა

დღეს  აჭარის ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის საანგარიშო, საარჩევნო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. პოსტზე მხოლოდ ერთი  პრეტენდენტია - საერთაშორიო დიდოსტატი, მსოფლოს და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სალომე მელია. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა, როგორც თავად ამბობს,   საერთაშორისო დიდოსტატ მირანდა მიქაძესაც სურდა. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში იგი ფედერაციაში მიმდინარე უსამართლობაზე წერს, ასევე, აცხადებს, რომ არ მიეცა გამგეობის იმ სხდომაზე დასწრების საშუალება, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნების საკითხი განიხილებოდა. მირანდა მიქაძემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა. ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა კი განაცხადა, რომ  პრობლემა ფედერაციაში უნდა მოგვარდეს და არა სოციალურ ქსელში. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის თქმით, მირანდა მიქაძეს მისთვის არ მიუმართავს.

ამავე კატეგორიაში