საქართველოს დაცული ტერიტორიები იუნესკოში წარადგინეს

05 თებერვალი 2019, 00:00 2869 ნახვა

კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიში და მტირალა - საქართელოს დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი რესურსების ძეგლთა სიაში შეიძლება მოხვდეს.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად არის ნომინირებული.

უნიკალური ეკო-სისტემა და მდიდარი ბიომრავალფეროვნება, როგორც საქართველოს მაცხოვრებლებს, ასევე უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებულად იზიდავს. 

''დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საველე სამუშაოები. ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება შეისწავლეს, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები. 

პროცესში ჩართულნი იყვნენ დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, ექსპერტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი