ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი გაიზარდა

04 თებერვალი 2019, 00:00 2447 ნახვა

ავტოავარიების გამო 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 2018 წელს საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ 25 %-ით გაიზარდა შემთხვევები წინა წელთან შედარებით. აჭარაში გასულ წელს 590 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 33 დაიღუპა, ხოლო 814 დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს, რაც რამდენიმე ასპექტს მოიცავს. მოსახლეობა კი მიზეზებზე საუბრობს.  ასახელებენ მძღოლების დაუდევრობასა და ქვეითების უყურადღებობას, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობას . მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეითებისა და მძღოლების უსაფრთხოებაზე  ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში