გამოსაშვები გამოცდებისგან გათავისუფლებული სკოლა

03 თებერვალი 2019, 00:00 1599 ნახვა

განათლების რეფორმის ფარგლებში გამოცდების ახალი მოდელი ინერგება. წელს მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. 2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება. შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაიგეგმა და ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევა და შეფასების ახალი მოდელი  სწორედ არსებულ გამოწვევებს ეხმიანება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ახალი მოდელის პრინციპი ორიენტირებულია ხარისხზე და გულისხმობს: სკოლის როლის გაძლიერებას, ორიენტაციას შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდასა და მშობლებისათვის ნაკლებ დანახარჯებს.

გამოსაშვები გამოცდები საქართველოში 2013 წლიდან ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდებოდა. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებდნენ, რომლის სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიოდნენ. ახალი მოდელის პრეზენტაციაზე მეთორმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობისა და უფროს კლასელთა პროტესტის შემდეგ ე.წ. საატესტატო გამოცდებისგან მეთორმეტეკლასელებიც გაათავისუფლეს. ვისთვის რა შეიცვალა, გაძლიერდება თუ არა სკოლა - განსხვავებული მოსაზრებები ნონა დიასამიძემ მოისმინა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში