ბათუმის ცენტრში მანქანიდან იარაღი გაისროლეს /ვიდეო/

31 იანვარი 2019, 00:00 10288 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ევროპის მოედანთან ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლეს. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა იარაღიდან ცაში გაისროლა, მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილი, სადაც გასროლა მოხდა, მთავრობის სახლთან, საკონტიტუციო სასამართლოსთან და სახელმწიფო დაცვის სამსახურთან რამდენიმე მეტრშია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ადგილზე მალევე მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატრულო ეკიპაჟმა მანქანა შეაჩერა, მძღოლმა კი თავად წარადგინა იარაღი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. 

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში