ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიკეტა

05 აგვისტო 2016, 00:00 4165 ნახვა

ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის  დროებით დაიხურა. გუშინდელმა სტიქიამ პარკის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად გაანადგურა. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები, ჩახერგილია  ბილიკები, დაზიანებულია ამ ტერიტორიაზე  არსებული ისტორიული  შენობა-ნაგებობები.  4 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა  პარკის  გარდა  კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი სახლებიც  დატბორა. წყალდიდობამ  და ძლიერმა  ქარმა  დააზიანა გზის  სავალი ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის  გამოც  მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილია   საგანგებო შტაბი.  

ამავე კატეგორიაში