ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

29 იანვარი 2019, 00:00 1721 ნახვა

ბათუმში კარბამიდის ტერმინალის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. საორგანიზაციო ჯგუფის „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ წევრები   ვარდების სკვერში შეიკრიბნენ და ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ  გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა, ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით , 23 იანვარს  სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ტერმინალთან დაკავშირებით დოკუმენტს ხელი 2009 წელს მომზადებული გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საფუძველზე მოაწერა და ახალი კვლევები არ ჩათვალა საჭიროდ.

ეს და სხვა ფაქტები და როგორც ვატო ნებუნიშვილი ამბობს აჩენს ეჭვს, რომ  მოხდა კორუფციული გარიგება.  საპროტესტო აქციების ორგანიზატორის ინფორმაციით  თებერვლიდან ტერმინალის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყება.  აქციის მონაწილეები მერიისგან მოითხოვენ პასუხს, გაიცა თუ არა სამშენებლო ნებართვა. მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ნებართვა ჯერ არ გაცემულა და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში