ენმ მერიას მძღოლების უკანონო დაჯარიმებაში ადანაშაულებს

28 იანვარი 2019, 00:00 1907 ნახვა

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას მძღოლების უკანონოდ დაჯარიმებაში ადანაშაულებს.  გია ხალვაშის განცხადებით, იქ სადაც ავტომობილის გაჩერება ფასიანია,  საინფორმაციო ბანერები არ არის განთავსებული.

ოპოზიცია   საგზაო ნიშნების  დამონტაჟებას და  უკვე დაჯარიმებული მოქალაქეების სანქციისგან გათავისუფლებას ითხოვს. ბრალდებას ბათუმის ავტოტრანსპორტში უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნები განთავსებულია და მძღოლების დაჯარიმება კანონის მიხედვით ხდება, შესაბამისად დაჯარიმებულ მოქალაქეებს საჯარიმო სანქცია არ ჩამოეწერებათ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში