საკრებულოს წევრების შეკითხვები ბათუმის მერს

04 აგვისტო 2016, 00:00 3876 ნახვა

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს წევრებმა ბათუმის მერს შეკითხვები დაუსვეს. დეპუტატებს აინტერესებდათ როდის დაიწყებოდა მახინჯაურსა და ჩაქვში ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე დაისვა ახალი ჯიხურების განთავსების საკითხიც, რაზეც გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, რომ მოვაჭრეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ზაურ ახლედიანმა კი მერია მის მიერ გაგზავნილი წერილების უყურადღებობაში დაადანაშაულა.

ამავე კატეგორიაში