ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს

25 იანვარი 2019, 00:00 3574 ნახვა

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის  ცხედარი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს. სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და ახლობლებიიყვნენ შეკრებილები.  

პანაშვიდი ხვალ გაიმართება, დაკრძალვა კი  კვირასაა.  ცხედარს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტვ პირველის ჟურნალისტი ბუდაპეშტში გარდაიცვალა, სადაც  მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.

ტელეკომპანიის შენობაში ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნია გახსნილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი