ბათუმში​ ტაქსი ''მაქსიმის'' მძღოლები გაზრდილ ტარიფებს აქციებით აპროტესტებენ 

25 იანვარი 2019, 00:00 6806 ნახვა

ტაქსის კომპანია ''მაქსიმის'' მძღოლების ნაწილმა დღეს მუშაობა დროებით შეწყვიტა. მძღოლებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს მათი კომპანიის ავტომობილებით მომსახურება, 20 თეთრით გაუძვირდებათ. საკომისიო მოსაკრებელი თითოეულ შეკვეთაზე 20 თეთრით იმატებს.

ამბობენ, რომ ყველა გამოძახებაზე ერთჯერადად დამატებული თანხა, და ასევე მგზავრობის საფასურის 10%, კომპანიის ბალანსზე დაირიცხება. მძღოლები ამ დანამატის გაუქმებას ითხოვენ.

მაქსიმის ბათუმის ოფისში, დაახლოებით 4000 მანქანა მუშაობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომსახურება 20 თეთრით, მხოლოდ იმ მომხმარებლებს გაუძვირდებათ, რომლებიც აპლიკაციით არ სარგებლობენ და გამოძახებისას ოპერატორთან რეკავენ. 

''ჩვენ გვსურს, რომ მოქალაქეები აპლიკაციით მომსახურებაზე გადავიდნენ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება'' - თქვეს კომპანიაში.

დღესვე მძღოლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებაც შედგება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში