კურორტ ''გომარდულს'' ყადაღა მოეხსნა - თორნიკე რიჟვაძე

25 იანვარი 2019, 00:00 3785 ნახვა

სააქციო საზოგადოება ''გომარდულის“ ქონებას ყადაღა მოეხსნა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აქციონერებს საშუალება აქვთ ბიზნესსაქმიანობა გააგრძელონ.

თავმჯდომარემ გასვლით სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მომზადებულია გომარდულის განვითარების გეგმაც. 

''მინდა საბოლოოდ დავადასტურო, რომ გომარდულს ყადაღა მოეხსნა. წკიპურტები, რომელსაც ცდილობდნენ რომ მიგვეღო ამ პერიოდის განმავლობაში, ეს მცდელობაც ჩაუვარდათ, როგორც სხვა დანარჩენი. ცდილობდნენ დაეკნინებინათ ის საქმე, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისთვის. მომზადებულია საკმაოდ საინტერესო გრძელვადიანი ხედვა როგორ უნდა განვითარდეს კურორტი ''გომარდული''. აღნიშნული ითვალისწინებს, თუნდაც ნაკლებთოვლიანობის პირობებშიც, კურორტი გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

კურორტი გომარდული 2011 წლის შემდეგ, 6 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში,  ორჯერ გაიხსნა. ბოლოს კი გასულ წელს. მთავარი პრობლემა მიწის გადასახადი იყო, რის გამოც ქონებას ყადაღა ედო.

გომარდულის“ აქციონერებმა 42  ჰექტარი მიწის ფართობი ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს, იმ პირობით, რომ ფინანსური სანქციიდან გათავისუფლდებოდნენ. ყადაღის მოსახსნელად ეკონომიკის სამინისტრომ აქციონერებს მიწის ფართობის გადაცემის გარდა, კურორტზე 40 ნომრიანი ჰოსტელის მოწყობა მოსთხოვა, რასაც ბიზნესმენები კურორტის დაყადაღების გამო ვერ ასრულებენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი